ხვალ, 19 მარტს, ცნობილი გახდება, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებენ ბრალდებულ ერეკლე კოდუას. სოდ-ის ყოფილი უფროსი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც შესაძლოა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა - ბრალდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს.
საქმეში ორი ეპიზოდი ფიგურირებს. გამოძიების ცნობით, ნარკოტიკების გამო დაკავებულ ორ პირს სოდის ძველმა ხელმძღვანელმა თავისუფლების სანაცვლოდ ძვირად ღირებული ავტომობილები გამოსძალა.
მასალის გამოყენების პირობები