რუსეთმა ყირიმში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადაისროლა. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო-პოლიტიკური გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელი დმიტრი ტიმჩუკი აცხადებს.
ეს არის რუსეთის შეიარაღების უახლესი ტექნიკა, კერძოდ, 2012 წლის შემოდგომით გამოშვებული ტექნიკა, რომელსაც რუსები მეოთხე თაობის ტექნიკას უწოდებენ. ტიმჩუკი ვარაუდობს, რომ რუსი ოკუპანტები ნახევარკუნძულზე ეშელონირებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ქმნიან.
ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეარხმა კი სიუჟეტი აჩვენა, როგორ შევიდა 11 რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ОСА" კოროვსკის დასახლებაში განთავსებულ სამხედრო აეროდრომზე.
მასალის გამოყენების პირობები