რუსეთის საფონდო ბირჟების ინდექსები დილიდან დაეცა, მათ შორის, მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსი 3,69%-ით, 1 271,8 პუნქტამდე, ხოლო რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსი 4,46%-ით, 1 099,4 პუნქტამდე შემცირდა.
გაუფასურდა წამყვანი რუსული კომპანიების აქციებიც, მათ შორის, ”სბერბანკის” (-3,48%), ”გაზპრომის” (-2,61%), ”ლუკოილის” (-3,17%),
ფასები დაეცა მეტალურგიული ინდუსტრიის, კერძოდ, ”პოლუს ზოლოტოს” ფასიან ქაღალდებზე - 4,9%-ით, ნოვოლიპეცკის კომბინატზე - 3,1%-ით.
პანიკა რუსეთის საფონდო ბაზრებზე ყირიმის ოკუპაციის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. აშშ-მა გუშინ რუსეთის იმ მოქალაქეთა სიაში, რომელთაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, 15 ჩინოვნიკი და პარლამენტარი დაამატა, მათ შორის მოხვდნენ რუსეთის რკინიგზის პრეზიდენტი, ვლადიმერ იაკუნინი და მილიარდერები - გენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი, არკადი და ბორის როტენბერგები.
მასალის გამოყენების პირობები