Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/xati-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ზუგდიდის ღვთისმშობლის შობის სახ.ტაძარში ხატს წითელი სითხე სდის (ვიდეო)
ზუგდიდის ღვთისმშობლის შობის სახ.ტაძარში მომხდარ სასწაულს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ტაძრის წინამძღვარი მამა ილარიონი გამოეხმაურა: „გუშინ ჩვენს ტაძარში წირვის შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა შეიძინა მაცხოვრის ხატი, სახლში მისვლის შემდეგ ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ ხატზე მაცხოვრის თვალებიდან წითელი სითხე წამოვიდა, რამაც ისინი ძალიან შეაშინა, რადგან რამდენიმე თვის წინ მსგავსი მოვლენა მათ სახლში ერთხელ უკვე მოხდა- წმ.გიორგის ხატიდან წამოვიდა წითელი სითხე - გარკვეული დროის შემდეგ მათ სახლი დაეწვათ და ეს ორი მოვლენა (წმ.გიორგის ხატიდან წითელი სითხის დენა და სახლის დაწვა) ერთმანეთს დაუკავშირეს. არ შემიძლია ამ მოვლენების ერთმანეთთან კავშირი არც უარვყო და არც დავადასტურო, მაგრამ წმ.წერილიდან ვიცით, რომ სინანულით, ლოცვით, მარხვითა და მოწყალებით დიდი უბედურებაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ. ამის მაგალითია ისაია წინასწარმეტყველი და ებრაელების მეფე ეზეკია (მეოთხე მეფეთა 20.1-7), იონა წინასწარმეტყველი და ნინეველები(იონა 3.1-10). „დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას ეძებს, ღმერთი მას ამ გზაზე ზოგჯერ ნიშნებს და სასწაულებს მოუვლენს, რათა რწმენაში განმტკიცდეს და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, რადგან წერია „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“(მთ.6.33). თუ ადამიანი სარწმუნოებაში მხოლოდ სასწაულს ეძებს, მას ეს არ მიეცემა ,რადგან უფალი ამბობს „უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა“(მთ.12.39), ხოლო თუ რამე არაბუნებრივი და განსაკუთრებული იხილა, ამით მხოლოდ ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს და მალევე დაავიწყდება, ისე რომ სულს სასიკეთოს ვერაფერს შესძენს.“ წერს წინამძღვარი მამა ილარიონი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.