Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ტელერეიტინგების კვლევაში მონაწილე პირთა ინფორმაციის გაცემაზე სასამართლო იმსჯელებს
შემოსავლების სამსახური „TV MR საქართველოსგან“ ტელერეიტინგებში მონაწილე პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სასამართლოს გზით ითხოვს. შემოსავლების სამსახური სასამართლოს სთხოვს კომპანია დაავალდებულოს კვლევაში მონაწილე პირთა შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. შემოსავლების სამსახურის მიმართვას თბილისის საქალაქო სასამართლო 25 მარტს განიხილავს. სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებით გადაწყდება, დაევალება, თუ - არა,  „TV MR საქართველოს“ კვლევაში მონაწილე პირთა შესახებ ინფრომაციის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდება. შემოსავლების სამსახური „TV MR საქართველოს“ მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან ამოწმებს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ინვეტარიზაციის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას „ფიფლმეტრების“ განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. კომპანია ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან მიაჩნია, რომ კვლევაში მონაწილე პირების ინფორმაციის გაცემით კვლევის სანდოობაა საეჭვო გახდება. სწორედ ამ მიზეზით „TV MR საქართველო“ კვლევაში მონაწილე ოჯახების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით შემოსავლების სამსახურს  „ფიფლმეტრების“ ოჯახებიდან გადმოტანასა და აღწერას სთავაზობდა, რაზეც შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა. იმის გამო, რომ კომპანიამ კვლევაში მონაწილე პირთა მონაცემები არ გაამხილა, ის დაჯარიმდა. „TV MR საქართველომ“ „ფიფლმეტრების“ საშუალებით ტელეკომპანიების რეიტინგების კვლევა 20 მარტს შეწყვიტა. როგორც კომპანიის წარმოამდგენლებმა განმარტეს, კვლევის შეჩერების მიზეზი კომპანიის კუთვნილი მოდემების ფუნქციონირების დარღვევა გახდა. „TV MR საქართველო“ „ნილსენის“ სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი „ფიფლმეტრის“ საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა. ეს კომპანიები უკვე 5 დღეა სატელევიზიო რეიტინგებს ვერ იღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.