Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/arasamtavroboeri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/arasamtavroboeri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/arasamtavroboeri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/arasamtavroboeri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
არასამთავრობოების განცხადება ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შესახებ
არასამთავროებების განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის 22 მარტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად იქნა დაბარებული. ცხადია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, კანონის წინაშე თანასწორია და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა, განსაკუთრებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ეჭვი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე გარემოება, რამაც შეიძლება სერიოზული ჩრდილი მიაყენოს ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვენლოვანია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო კონტექსტის გათვალისწინება. საქართველო, ისევე როგორც მთელი რეგიონი განსაკუთრებული საგარეო საფრთხეების წინაშე იმყოფება. იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, ხდება ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების დაანონსება, ხოლო, მეორე მხრივ, კეთდება ნატო-ს გაფართოვების პროცესისადმი ახალი მიდგომების შესახებ განცხადება, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბარება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ არ იქნას აღქმული, როგორც  ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება და ეს ფაქტი უარყოფითად არ აისახოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დასაკითხად დაბარება წინასაარჩევნო კონტექსტშიც შეიძლება იქნეს განხილული. პროკურატურამ უნდა განმარტოს, თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საპროცესო მოქმედებების წარმოება უარყოფით გავლენას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესზე. ვფიქრობთ საგამოძიებო ორგანოებმა, შარშანდელი არჩევნების მსგავსად, მაქსიმალურად  თავი უნდა შეიკავონ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ მსგავსი ქმედებებისგან. აღნიშნული რამ ცალსახად პოზიტიურ გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.