Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/atinati1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება
1 აპრილიდან მოქალაქეები, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 2013 წელს 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციების შევსებას დაიწყებენ. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, 25 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსდება შემოსავლების სამსახურის ვიდეორგოლი დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. ვიდეორგოლოს ნახვა შესაძლებელი იქნება ასევე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge. ვიდეორგოლის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ძირითად ინფორმაციას და მითითებებს დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე განთავსებულ გრაფაში „ხშირად დასმული კითხვები“. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა. 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა ხელფასის სახით დარიცხული წლიური შემოსავალი 2013 წელს 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.