აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რომში ჩავიდა, სადაც ის რომის პაპ ფრანცისკ პირველს შეხვდება. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილის, ბენ როდსის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა შთაგონებულია რომის პაპის მოღვაწეობით და მისი გზავნილებით ჩართულობისა და თანასწორობის შესახებ.
რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, ბარაკ ობამა იტალიის პრეზიდენტ ჯორჯიო ნაპოლიტანოსა და პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები