პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია დღეიდან ახალი დებულებით იხელმძღვანელებს. დებულებაში შესულ ცვლილებებს კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას დღეს გააცნობს.
დოკუმენტში ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან სამთვიანი კონსულტაციების შედეგად შევიდა.
დებულებაში პატიმართა შეწყალების ახალი კრიტერიუმები გაიწერა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ახალი დებულების მიხედვით, სააღდგომოდ დატოვებენ.
დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები