საპარლამენტო უმცირესობის წევრის
აკაკი ბობოხიძისათვის ძმის, ლევან ბობოხიძის დაკავების მიზეზები უცნობია.
ბობოხიძე სამართალდამცველებმა ხონში, ქუჩაში აიყვანეს.
დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება იმ კურსს აგრძელებს, რომელიც ორი თვის წინ, ხონის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაისა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის დაკავებით დაიწყო. ბობოხიძე მომხდარს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ის ამ საქმეებისათვის აუცილებლად აგებს პასუხს.
მასალის გამოყენების პირობები