როცა არსებობს კითხვები, პასუხი უნდა გაეცეს, ნებისმიერი საშუალებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ცუდი ნიშანია, როცა სახელმწიფოს ყოფილი მეთაური პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
"მე ვფირობ, რომ პროკურტურამ უნდა განმარტოს, რატომ მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ახლა და არა თუნდაც რადენიმე თვის წინ. თუმცა, ზოგადად კანონის პატივისცემა ევალება ყველას, მათ შორის - ყოფილ პრეზიდენტს. ვფიქრობ, ძალიან ცუდი ნიშანია, როცა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ვფქრობ, როცა არსებობს კითხვები, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერი საშუალებით", - განაცხადა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, უნდა მიმართოს თუ არა პროკურატურამ სააკაშვილის დაკითხვაზე იძულებით მიყვანის მეთოდს, ნანუაშვილის თქმით, "ეს პროკურატურის გადასაწყვეტია".
"მიმაჩნია, რომ აუცილებელია პასუხის გაცემა, ბევრ კითხვაზე, რომელიც დაისვა,", - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები