პატიმრების მორიგი შეწყალება აღგომის დღესასწაულისთვის მოხდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 500-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილება და შესაძლოა ძალიან მცირე რაოდენობა დაემატოს.
"უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შეწყალების კომისიის სამუშაო შეხვედრას დავნიშნავთ. აღდგომისთვის კი მივმართავ პრეზიდენტს შესაბამისი განცხადებით, რომ მათ, ვისაც შეწყალება შეეხებათ, აღდგომამდე დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები