დღეს,საქართველოს უმეტეს რეგიონში ნალექი თოვლის სახით მოვიდა. სინოპტიკოსების წინასწარი პროგნოზით კი ,მთაში კვლავ ქარბუქია ნავარაუდევი. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი ზოგან 20–25 მეტრ/წამამდე გაძლიერდება, აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მისი სიჩქარე 30 მეტრ/წამს მიაღწევს.
სააგენტოს პროგნოზით, დედაქალაქში დღეს ისევ ძლიერი ქარი იქნება, რომელიც ხვალ შესუსტდება.
ასევე, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდები, რომელსაც ღამე თან დაერთვის ყინვის გაძლიერება. ამ პერიოდში ნავარაუდევია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ცივი ჰაერის მასების გადაადგილება.
სინოპტიკოსების ვარაუდით,საქართველოს ტერიტორიაზე ორ დღეში გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები