თურქეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევო უბნები უკვე გაიხსნა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.
არჩევნებთან დაკავშირებით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მხოლოდ სტამბულში პროცესის მშვიდობიან გარემოში ჩატარებას 40 ათასი პოლიციელი უზრუნველყოფს.
ქვეყნის მოქალაქეები დღეს გუბერნატორებს, მერებს და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს აირჩევენ. პროცესში მონაწილეობას სულ 26 პარტია და 52 მილიონი ამომრჩეველი იღებს.
არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა ქვეყნის პრემიერმა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუკი მისი პარტია წააგებს, მზადაა თანამდებობა დატოვოს.
მასალის გამოყენების პირობები