Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/hqdefault2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 1-ელ აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი იქნება გადასვენებული სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ის მოღვაწეობდა. აქამდე საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ წმინდა მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩებოდა. საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს. მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა. 24 თებერვლიდან კი წმინდანის სხეული სამების ტაძარშია დაბრძანებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.