Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zjP7TUk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zjP7TUk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zjP7TUk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/zjP7TUk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება
31 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გაიმართა პრესკონფერენცია დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე აქტიურდება დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც იწყება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და საკუთარი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, შეავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციის შესავსებად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ბანკებს: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დეკლარაციებს საგადასახადო ორგანოში ბანკი თავად წარადგენს. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა. თუ 2013 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი (ანუ „ხელზე“ წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი), სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის - 20 პროცენტს) თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, 25 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვიდეორგოლი დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge ფუნქციონირებს ვიდეოდახმარების გრაფა. საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე განთავსებულ გრაფაში „ხშირად დასმული კითხვები“ და შემოსავლების სამსახურის Facebook-ის გვერდზე - შემოსავლების სამსახური Revenue Service. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატალეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299 ან შეტყობინების გაგზავნით შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; www.rs.ge.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.