სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
როგორც მან მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა, ერის ადამიანებმა ყოველდღიურად სახარება და დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები უნდა იკითხონ.
„მინდა გთხოვოთ, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, მოძღვრებს კი ტაძრებში წირვა-ლოცვის ყოველდღიურად შესრულების თხოვნით მინდა მივმართო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენზე განსაცდელის მოვლენას არ დაუშვებს“- ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს უწმიდესმა დეკანოზი მიქაელ ხუჯაძე დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა
მასალის გამოყენების პირობები