ყველაზე მასშტაბური გაფიცვა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" ისტორიაში - გადადებულია 3 ათას 800 რეისი. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გადადებული რეისების ჩამონათვლაში საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისებიც არის.
მიზეზი პილოტების გაფიცვაა, ისინი სამუშაო პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ გაფიცვა 425 ათას მგზავრს დააზარალებს. "ლუფთჰანზას" ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი მგზავრებს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააფრთხილებენ.
მასალის გამოყენების პირობები