Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/IMG_1818.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/IMG_1818.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/IMG_1818.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/IMG_1818.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
30 აგვისტოს ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
1991-1992 წლების ქართულ-ოსური, 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში 2000- ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოცია “ქსენონი“, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია და ფონდი „მოლოდინი“ყოველი წლის 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ . ამ ორგანიზაციების მხარდაჭერით  საქართველოში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის მონაცემებით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად, ორივე მხარის 2000 -მდე პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაკარგულთა რაოდენობა  2008 წლის აგვისტოს ომმა გაზარდა. „წითელი ჯვრის“ შუამდგომლობით,  კონფლიქტის მონაწილე ორივე  მხარეს ჩამოყალიბებული იყო კომისიები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას ცდილობდნენ, თუმცა 2003 წლის შემდეგ იყო გარკვეული პაუზა. უკვე 2011 წლიდან, ისევ „წითელი ჯვრის“ ეგიდით, ჰუმანიტარული მექანიზმი შეიქმნა, რომლის მიზანია კონფლიქტში მონაწილე მხარეების ხელისუფლებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური დახმარებით, ზუგდიდში მუშაობს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონი”, რომელიც ომში დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ორგანიზაციის დირექტორი ნინო ჯანაშია ამბობს, რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად უყურადღებობა აწუხებთ: ”პირველ რიგში, მათ აქვთ ადამიანური ურთიერთობებისა და სითბოს დეფიციტი“ - აცხადებს ჯანაშია. ფონდ „მოლოდინის“ თავმჯდომარის ვლადიმერ დობორჯგინიძის თქმით, გაუჩინარებული ადამიანების მოძიება დღემდე გრძელდება.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.