ზაზა ფაჩულიას ახალი პირადი რეკორდი NBA-ში. "მილუოკი ბაქსმა" გასვლითი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ "მაიამი ჰიტთან" გამართა და 96-77 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე არასრული 26 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 8 ქულა, 16 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ლარი დრიუს გუნდში ყველაზე მეტი 19 ქულა სეშონსის ანგარიშზეა. მაიამელთა შორის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
მასალის გამოყენების პირობები