მოხეტიალე წიგნები - წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას.
"მოხეტიალე წიგნები" პირველად თბილისში, პირველ აპრილს გამოჩნდა. იდეის ერთ–ერთი ავტორი მწერალი ჯაბა ზარქუაა, რომელსაც სურდა წიგნები რაღაც ფორმით მკითხველამდე მიეტანა. იდეა მთელმა თბილისმა აიტაცა. სამ დღეში ფეისბუქის გვერდს უკვე 32.300-მდე მოწონება აქვს. თბილისში უკვე პირველი მპოვნელებიც გამოჩნდნენ. წიგნების გამგზავნებიც და მპოვნელებიც მათ ფოტოებს უღებენ და ყველა ეს ფოტო შემდეგ
ფეისბუქის გვერდზე იყრის თავს.
თამაშის წესები:
წიგნს, რომელსაც პატრონი სახეტიალოდ აგზავნის უნდა მიაწეროს მიმართვა მპოვნელისადმი (ეს მხოლოდ პირველ ჯერზეა აუცილებელი. ტექსტი დაახლოებით ასეთია: “გამარჯობა. მე მოხეტიალე წიგნი ვარ. დამიმგზავრე და როცა წამიკითხავ, ჩამომსვი სადმე. აუცილებლად მიაწერე ჩემი ბოლო გაჩერების თარიღი და ადგილი, რომ არ დავიკარგო”.
შემდეგ კი წიგნი იდება ქალაქის ნებისმიერ კუთხეში, შესამჩნევ ადგილზე.
სასურველია წიგნს ფეისბუქის გვერდის მისამართიც (მოხეტიალე წიგნები) მიაწეროთ.
მოხეტიალე წიგნები ზუგდიდსაც მოედებიან.
მასალის გამოყენების პირობები