საქართველოს მთავარი პროკურატურა გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული , საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს.
უწყების ინფორმაციით, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ბოკერია დაკითხვაზე მოწმის სახით დღეს, 15:00 საათისთვის არის დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები