დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში, 4 დღეში 30 მილიონ ლარზე მეტია დაბრუნებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით უკვე 220 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული. როგორც ხადურმა განმარტა, იმ გადამხდელებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 6000 ლარზე ნაკლები იყო, გასული წლის განმავლობაში დაბეგრილი თანხა უბრუნდებათ.
ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ "სოციალურად სწორია", როდესაც სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები