Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/cms-image-000003467.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
1000-ზე მეტ დევნილს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება
დღეს, თბილისის ზღვაზე (კადეტთა კორპუსი #5) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. გამოკვლევები 11:00 საათზე დაიწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ–სპეციალისტების მაღალკვალიფიციური ჯგუფი დევნილებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება. გამოკვლევებს აფხაზეთის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია დაესწრებიან. სამედიცინო აქციის ფარგლებში, დევნილებს უფასოდ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები ჩაუტარდებათ. თბილისის ზღვის რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში ორი ათასამდე ბენეფიციარი, მათ შორის ოთხასამდე ბავშვია რეგისტრირებული. სამედიცინო აქცია 3 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კლინიკა მომავალშიც პერიოდულად განახორციელებს კომპაქტურ ჩასახლებებში ბენეფიციართა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.