7
აპრილიდან სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი,
მოქალაქეებთან შეხვედრას რეგიონებში იწყებს.
ომბუდსმენი შეხვედრებს აპარატის რეგიონულ ორგანიზაციებში ერთი კვირის განმავლობაში გამართავს, რა დროსაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მათი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია პირადად უჩა ნანუაშვილს მიაწოდონ.
სახალხო დამცველი პირველ შეხვედრას მოქალაქეებთან ბათუმში გამართავს.
მოქალაქეებთან შეხვედრების პარალელურად, სახალხო დამცველი, ოფისის წარმომადგენლებისა და ექსპერტებისათვის ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის" თემაზე ტრენინგს გახსნის.
უჩა ნანუაშვილი ე.წ. მუყაოს ქალაქსაც მოინახულებს. შეხვდება ასევე უზენაესი საბჭოს წევრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
მასალის გამოყენების პირობები