ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი , ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
პატრიარქმა უფლის კვართის ადგილი, წმინდა პატრიარქ მელქისედეკ პირველისა და წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის საფლავები მოილოცა.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
მასალის გამოყენების პირობები