თბილისის იუსტიციის სახლი დღეიდან მუშაობას იწყებს და მომხმარებელს მომსახურებას კვლავ ერთ სივრცეში შესთავაზებს.
იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოების განხორციელება ძლიერი ქარის შედეგად სახურავის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო.
შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი, სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სრულებით უსაფრთხოა როგორც იუსტიციის სახლის მომსახურე პერსონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის.
მასალის გამოყენების პირობები