საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა N5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა N11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის N15 დაწესებულება და რუსთავის N17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.
მასალის გამოყენების პირობები