თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ახალი აკვაპარკი Gino Paradise Tbilisi გაიხსნება, რომლის ასაშენებლად 27 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ Gino Paradise Tbilisi აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი აკვაპარკია. აკვაპარკი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნება და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში Gino Paradise Tbilisi-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.
www.bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები