1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით
თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები