საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 8-13, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 13-18 გრადუსი იქნება.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრია მოსალოდნელი.
10 აპრილს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. თუმცა, თოვლის სახით ნალექი შესაძლოა, მაღალმთაში შენარჩუნდეს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ტემპერატურა 5-8 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8 გრადუსი, ხოლო დღისით 14-19 გრადუსი იქნება.
13-14 აპრილის კი საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 15 აპრილიდან ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს.
მასალის გამოყენების პირობები