ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დღეს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ PACE-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, PACE-ში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების წლის ბოლომდე ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.
ამასთან, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია დატოვებს სტრასბურგს, თუ მის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დააწესებენ.
გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ყირიმის ქმედებებს გმობს და უკრაინის ფედერალიზაციის თაობაზე რუსეთის შეთავაზებებს აკრიტიკებს.
მასალის გამოყენების პირობები