საზოგადოება
ათენში ბანკთან ავტომობილი აფეთქდა
მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული, ათენის ცენტრში, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათზე, საბერძნეთის ბანკის მახლობლად აფეთქდა.
ცნობილია, რომ დღეს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, ათენი საერთაშორისო კრედიტორებს ფინანსური დახმარებისთვის მიმართავს.ინცინდენტი, ამ მოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ, ოთხშაბათს, კრიზისის შემდეგ პირველად, ხუთწლიანი ობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა. ოთხი წლის წინ ევროზონაში სავალო კრიზისი დაიწყო. ობლიგაციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის ბაზარზე გრძელვადიანი სესხების დაბრუნებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებამდე 45 წუთით ადრე, უცნობმა პირმა დედაქალაქის ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში დარეკა და სააგენტოს თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ბანკის შენობის წინ 75 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე მანქანა დგას, მან აფეთქების ზუსტი დროც დაასახელა. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები