საზოგადოება
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თბილისშია
დიპლომატი საქართველოს მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ეწვია. რიჩარდ ნორლანდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ კვლავ ესტუმრა საქართველოს. "სასიამოვნოა, რომ ისევ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მე ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი 1993 წელს სამსახურის დროს. ველი იმ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელო საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობების აგება. ვიცი, რომ 1993 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ელჩად მუშაობისას ჩემი პირველი ამოცანა იქნება, უკეთ გავერკვე მნიშვნელოვან ცვლილებებში, შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელს, ასევე მოვისმინო დიდი რაოდენობა შეხედულებებისა იმის შესახებ, რა ხდება ამ დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. ახალი ელჩის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეების შემდეგ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ახალი ელჩი პრეზიდენტ სააკაშვილსს რწმუნებათა სიგელს გადასცემს და მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ ამბასადორიალშიც. რიჩარდ ნორლანდი, რომელიც 32 წელის დიპლომატიურ სამსახურშია, საქართველოში აშშ-ის მეშვიდე ელჩია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.