სინოპტიკოსები საქართველოში დღეს არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს ბარში 18–23 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 15–20, მაღალ მთაში კი 10–15.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი 20–25 გრადუსამდე გათბება, მთაში 17–22, ხოლო მაღალ მთაში 11–16 გრადუსამდე.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი/წამში. ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები