ჩილეს საპორტო ქალაქ ვალპარაისოში ტყის ხანძრის შედეგად 150 სახლზე მეტი განადგურდა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ხანძრის გამო ქალაქიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
ჩილეს პრეზიდენტმა, მიშელ ბაჩელეტმა მოსახლეობის ევაკუაცია არმიას მას შემდეგ დაავალა, რაც ვალპარაისო კატასტროფის ზონად გამოაცხადა.
მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის, თუმცა, ბევრი ადამიანი კვამლის ჩასუნთქვისგან მოიწამლა.
ქალაქ ვალპარაისოს დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მასალის გამოყენების პირობები