2014 წლის საყოველთაო აღწერის ხელშესაწყობად და ხარისხიანი მონაცემების შესაგროვებლად, შვედეთის მთავრობასა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, შვედეთის მთავრობამ 1 100 000-აშშ დოლარზე მეტი დამატებითი რესურსი გამოყო, ხოლო გაერო-ს მოსახლეობის ფონდის კონტრიბუციამ 2014 წელს 200 000 აშშ დოლარი შეადგინა.
ამჟამად, 2011-2015 წლების მეორე ეროვნული პროგრამის ფარგლებში, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ბიურო დახმარებას უწევს 2014 წლის საყოველთაო აღწერის ხარისხიანად ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და გავრცელებას, ახორციელებს დონორთა დახმარების კოორდინაციას, საქსტატის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.
მასალის გამოყენების პირობები