Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1375431861_rs.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1375431861_rs.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1375431861_rs.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1375431861_rs.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვმა შესაძლოა 600 000 შეადგინოს
შემოსავლების სამსახურში ვარაუდობენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვმა შესაძლოა, 500 000-ის ნაცვალდ დაახლოებით 600 000 შეადგინოს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით "დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა". მოისწრაფიშვილის განმარტებით, აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვთ რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლოესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ოდენობის შესახებ. განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება. "აპლიკაციით სარგებლობა მარტივია. კერძოდ, აპლიკაციის პირველი ციფრი აღნიშნავს მიმდინარე დღის მონაცემებს. მეორე ციფრი - პირველი აპრილიდან ვიზიტის მომენტისათვის შევსებული დეკლარაციების რაოდენობაა, მესამე – საერთო რაოდენობიდან საბანკო დაწესებულებებში შევსებული განაცხადების რაოდენობა, ხოლო მეოთხე – მიმდინარე მომენტისთვის დაბრუნებული თანხის რაოდენობა. დეკლარირების პროცესის პარალალურად მიმდინარეობს დამქირავებლების მიერ განაცემების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მოწოდების პროცესი. დაზუსტებების შესაბამისად შესაძლოა შეიცვალოს ინფორმაცია, როგორც დაქირავებულისთვის ხელფასის მოცულობის, ისე ხელფასის მიმღებ პირთა ოდენობის შესახებაც. აქედან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის პროგნოზით, დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს და 500 000 ნაცვალად დაახლოებით 600 000 შეადგინოს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკარაციების რაოდენობა 394 662-ს შეადგენს, ხოლო დაბრუნებული თანხა 35 728 368 ლარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.