Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/i1394110705174505.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/i1394110705174505.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/i1394110705174505.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/i1394110705174505.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ხვნის ბარათით სარგებლობა უკვე 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ იმ ბენეფიციართა საჭიროების გათვალისწინებით, რომლებიც ხვნის სამუშაოებს შემოდგომაზე ახორციელებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვნის ბარათის გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. პროექტის მოსარგეებლეებს უკვე საშუალება ეძლევათ ზაფხულში მოსავალი აიღონ და ხვნის სამუშაოები სექტემბერ-ოქტომბერში ჩაატარონ, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 15 აპრილის მდგომარეობით, „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხნა 58, 496 ჰექტარი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია. ამ ეტაპზე, „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულია 362,187 აგრობარათი და განაღდებულია 3 390 500 ლარის ეკვივალენტური ქულა. პლასტიკური აგრობარათების აღება პროექტის ბენეფიციარებს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში 1 ივნისამდე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ასევე განაღდებულია 73,884 სახნავი ბარათი, რომელთა ჯამური ღირებულება 7, 001,165 ლარია. წინა წლისგან განსხვავებით, 2014 წელს პროექტში ჩართულია თბილისს შემოერთებული სოფლების 4 660 ბენეფიციარი, რომელთა სარგებლის ჯამური თანხა 318 150 ლარს შეადგენს. „მცირემიწიან ფერმერთა წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. 2014 წელის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნაში ეხმარება. შ.პ.ს. „მექანიზატორი“ წელსაც აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში. ამ ეტაპისთვის უკვე მოხნულია 58, 496 ჰექტარი ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, აქედან შ.პ.ს. „მექანიზატორმა“ 45 017 ჰა მიწის ფართობი დაამუშავა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში 800 000-მდე მიწის მესაკუთრეს დაეხმარება. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები არიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.