პატიმართა შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-მდე მსჯავრდებულზე გასცა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს,რომ კომისიის წევრებმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრაზე და გამართულ სხდომებზე 500-მდე პატიმრის საქმე განიხილეს.
მისივე ინფორმაციით, დადებითი რეკომენდაცია 100-მდე მსჯავრდებულზე გაიცა. მათ უმრავლესობას საპატიმროდან გათავისუფლების, ნაწილს კი სასჯელის შემცირების რეკომენდაცია მიეცა.
შესაწყალებელ პირთა სიაში არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები და არასრულწლოვნები.
როგორც კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ახალი დებულების საფუძველზე შეწყალება პირველად ხორციელდება. მისივე თქმით, შეწყალება სხვადასხვა ტიპის დანაშაულის მქონე პირებს შეეხო, თუმცა მათ შორის ნარკოდანაშაული ჭარბობს.
შესაწყალებელ პირთა სია საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად დღეს გადაეგზავნება. პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.
ალექსანდრე ელისაშვილი ვარაუდობს, რომ შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 20 აპრილს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები