სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ტემპერატურის მომატებას პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10–15 მეტრი/წამში. დაბლობში ტემპერატურა 27–32 გრადუსამდე აიწევს, მთაში 24–29, ხოლო მაღალ მთაში 16–21 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დაუბერავს სუსტი ქარი. ბარში 21–16 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში 19–24, მაღალ მთაში კი 15–20 გრადუსი.
სინოპტიკოსები დღეს საღამოს საათებში თბილისშიც მცირე წვიმას და ელჭექს პროგნოზირებენ. აქაც დაუბერავს სუსტი ქარი. ტემპერატურა 24 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები