ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში მეხიკოში გარდაიცვალა.
მარკესი მწვავე ინფექციური დაავადების დიაგნოზით მეხიკოს საავადმყოფოში რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს.
ბოლო წლების განმავლობაში მარკესი საჯაროდ მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა. იგი ბოლო 30 წლის განმავლობაში მეხიკოში ცხოვრობდა.
ორი წლის წინ მწერლის ძმამ განაცხადა, რომ გარსია მარკესი დემენციით დაავადდა და წერა შეწყვიტა.
გაბრიელ გარსია მარკესი ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე ესპანურენოვანი მწერალია. 1982 წელს მას ნობელის პრემია გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები