Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/782d41ac03adda6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო პრეზიდენტის განკარგულება, რომლის კონტრასიგნაციაც საქართველოს მთავრობამ მოახდინა. 15 ივნისის არჩევნების შედეგად აირჩევა 71 საკრებულო - საერთო რაოდენობით 2,088 საკრებულოს წევრი, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით გაწერილი საარჩევნო პროცედურების განხორციელება და  გამართულ სხდომაზე საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც დაამტკიცა. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი კომისიის მიერ განსახორციელებელი თითოეული აქტივობა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა - საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ორგანიზებისთვის, - "მთელი შემადგენლობით გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ არჩევნები ყველანაირი ხარვეზის გარეშე და თითოეულ ამომრჩეველს მივცეთ შესაძლებლობა შეასრულოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოვუწოდო - კვლავაც აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და კანონით დადგენილ ვადებში დროულად დაიწყონ რეგისტრაციის პროცესი.

მივმართავ თითოეულ ამომრჩეველს, იყავით აქტიურები, ცესკო კი  მუდმივად უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებულობას და დროულად მოგაწვდით არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.