21 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები