საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა,რომ საქართველოში წვიმიანი ამინდი დღეს დღის ბოლომდე შენარჩუნდება, შესაძლოა, უმეტეს რაიონებში ღამითაც იწვიმოს. ხვალიდან კი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა შენარჩუნდება.
24 აპრილს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს, 25-27 აპრილს კი ისევ წვიმაა მოსალოდნელი. 28 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. 23-24 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსამდე იქნება. 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი აცივდება და ტემპერტაურა 16-18 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები