Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/94193cignebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/94193cignebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/94193cignebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/94193cignebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს 400 საჯარო სკოლაში გაიყიდება
წიგნები ასევე გაიყიდება სავაჭრო წერტილებში. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge განთავსებულია სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალი. "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. სამინისტრო მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს. 2012-2013 სასწავლო წელს 1069 530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128 919 მოსწავლეს სახელმწიფოსაგან უფასოდ გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეები, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.