საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ყველას" მოუწოდებს, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულოს.
"მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. აქ ცალსახად ითქვა ყველაფერი - ექსპერტებმა დადეს დასკვნა.
მე მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო - ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა 2 თუ 3 თვის განმავლობაში დაადასტურეს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინეს მთავრობას, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG Gold-ს.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან - მე მესმის მათი წუხილი, რომ თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო - ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ როგორც მინისტრს სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები