აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 23 აპრილს იწყებს ერთკვირიან ტურნეს აზიის ქვეყნებში. ის ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეას, მალაიზიასა და ფილიპინებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სიუზან რაისმა განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანაში შეხვედრების დროს ბარაკ ობამა ყურადღებას გაამახვილებს ორმხრივ ურთიერთობებზე.
ელიან ასევე,რომ იაპონიაში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმსჯელებენ ჩიხში შესულ მოლაპარაკებებზე, რომელიც შეეხება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაციის შექმნას. ორგანიზაცია სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს და მასში 12 ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ბოლო 18 წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი პირველად ჩადის იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტით.
მასალის გამოყენების პირობები