საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ცვლილებები შეიტანა ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის დადგენილებაში, რომ ზემოთხსენებულ კანონებში განხორციელებული ცვლილებებთან დოკუმენტის შესაბამისობა უზრუნველეყო.
ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებლები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი ხდებიან განათავსონ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განათავსებენ ფასიან წინასაარჩევნი რეკლამას. ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.
კენჭისყრის დღემდე 55 დღით ადრე ყველა ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებელი, ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი ვალდებულია საარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას და ცესკოს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიის და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს ამ სუბიექტებს შორის.
მასალის გამოყენების პირობები