Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/debt.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/debt.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/debt.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/debt.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს
”ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ვალის შემცირებით, ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა მოვახდინოთ”, - ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. რეალურად კი, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წელს მთავრობამ ყველაზე დიდი ვალის აღება დაგეგმა. მარტო საგარეო ვალი 1,036 მილიარდი ლარით იზრდება. ”მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებელი არ არის მაღალი, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნება”, - ეს განცხადება მინისტრმა სახელმწიფო ვალის მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმზე გააკეთა. სიტყვა ერთია, საქმე კი - სხვა. მთავრობის წევრთა სურვილი და მათი რეალური ქმედება ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც აღვნიშნეთ, 2014 წელს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ვალს 1,636 მილიარდი ლარით გაზრდის, აქედან 1,036 მილიარდი ლარით საგარეო ვალი მოიმატებს, 600 მილიონი ლარით კი -შიდა ვალი. 2011 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი დიდი საგარეო ვალი არ აუღია. მთავრობა უზარმაზარ ვალს იმის იმედად იღებს, რომ მესამე ან მეოთხე წელს ეკონომიკა გაიზრდება და ვალის გასტუმრება პრობლემა აღარ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყნის საგარეო ვალი 8 მილიარდ ლარს მიაღწევს, საშინაო ვალი კი 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე, სახელმწიფო საგარეო ვალი 7,244 მილიარდი ლარია. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი კი წარმოადგენს მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%-ს. საქართველოს ყველაზე დიდი მევალე მსოფლიო ბანკია. ამ საფინანსო ორგანიზაციის 3,294 მლრდ ლარი გვმართებს. სახელმწიფო ვალს, ძირითადად, ინსტიტუციური კრედიტორებისგან იღებს, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მსოფლიო ბანკისგან, სხვა ქვეყნის მთავრობისგან, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ. რაც შეეხება საგარეო ვალის კლებას, 2014 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 720 მილიონი ლარი, საიდანაც 529 მილიონი ლარი ძირითადი თანხაა, ხოლო 191 მილიონი ლარი პროცენტი. საგარეო ვალის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან - პარტნიორებისგან, ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. 2013 წელს საგარეო ვალი 472 მილიონი ლარით შემცირდა, 2012 წელს კი- 96 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წლამდე საგარეო ვალების მომსახურებისთვის 1,803 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან, 1,145 მილიარდი ძირითადი თანხაა, 658 მილიონი ლარი კი ვალებზე დარიცხული პროცენტი. გარდა ამისა, 4 წელიწადში ქვეყანა დამატებით 2,850 მილიარდ საგარეო ვალს აიღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობის ვალი ქვეყანამ 2011 წელს აიღო - 1,375 მილიარდი ლარი, 2010 წელს – 1,275 მილიარდი ლარი. 2012 წელს ვალების ოდენობა 690 მილიონ ლარამდე შემცირდა, თუმცა ისევ გაიზარდა 2013 წელს-718 მილიონ ლარამდე. ექსპერტების განცხადებით, სხვა ქვეყნებთან შედარება ადასტურებს, რომ საქართველოში მთავრობის ვალის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ბევრ სხვა წამყვან სახელმწიფოში. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ვალმა ბიუჯეტთან მიმართებაში ყველაზე მაღალ დონეს (150%) 2010 წელს მიაღწია. ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში მცირდება და ეს არის მნიშვნელოვანი. ”უნდა გავითვალისწინოთ, არა მარტო ვალის სიდიდე, არამედ მშპ-ს ზრდა. საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში, მკვეთრად, შემცირებისკენ მიდის და ეს მისასალმებელია. შეიძლება ვალი გაიზარდოს, მაგრამ მშპ-სთან 30%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ამიტომ ამ პროცესში საგანგაშოს ვერ ვხედავ”, - ამბობს არჩვაძე. ამ შემთხვევაში, ყურადღება მშპ-ს დინამიკის ზრდაზე უნდა გამახვილდეს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შიდა რეზერვების – ბიზნესის მოგებისა და მოსახლეობის სახსრების გამოყენება. ”მოსახლეობის სახსრებს სამომხმარებლო დანიშნულება აქვს და დროა მან კომერციული ფუნქციაც შეიძინოს, მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს თანაინვესტირებაში. ეს უნდა გახდეს ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტი. მთავარი ესაა. ვალების არსებული მაჩვენებლით ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება”, - ამბობს სოსო არჩვაძე. რაც შეეხება შიდა ვალს, 2014 წლის განმავლობაში 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისია განხორციელდება, 310 მილიონი ლარით ძველი ვალდებულებები დაიფარება. 2014 წლის ბოლოსათვის კი სახელმწიფო ვალის მოცულობა ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში, დაახლოებით, 35.5%-ს მიაღწევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული 400 მილიონი ლარის ნაწილი საგარეო ვალდებულებებისთვის დაიხარჯება. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი 4-6%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 5-10%-ის ფარგლებში. საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთი კი, ძირითადად, 2%-ს არ აღემატება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოუვალ მდგომარეობაშია, ვინაიდან წელს დიდი რაოდენობის საგარეო ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი. bpn    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.